ესთეტიკური სტომატოლოგია

ესთეტიკური სტომატოლოგია -  პლასტიკური ქირურგიაა, მხოლოდ კბილებისათვის. იგი ძალზედ პოპულარულია დასავლეთში და საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ჩვენთანაც. ესთეტიკური სტომატოლოგია კბილების იერსახის უკეთესობისკენ შეცვლისათვის თანამედროვე მეცნიერების სხვადასხვა მიღწევებს იყენებს.

ვის სჭირდება? მათ ვისაც აქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტები, ან უბრალოდ ბუნებამ არ დააჯილდოვა სწორი და ლამაზი კბილებით. დროთა განმავლობაში კბილების გარე ზედაპირი უამრავი მავნე ფაქტორის ზეგავლენას განიცდის. შედეგად კბილებზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, ბზარები, ნატეხები. ერთი შეხედვით გამოუსწორებელი მდომარეობა, როგორიცაა არასწორი თანკბილვა, შესაძლოა გასწორდეს ვესტიბულარული ან ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტ-სისტემის გამოყენებით. ადამიანებს, რომელთაც კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ერიდებათ ზედმეტად გაღიმებას, იძენენ კომპლექსებს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს.

ბრეკეტი - ფიქსირდება კბილზე და მუდმივი ზემოქმედებით ახდენს მის საჭირო მიმართულებით გადაადგილებას. ბრეკეტების გამოყენების წინ ექიმი ორთოდონტი შემოგთავაზებთ თქვენთვის საჭირო და მისაღებ კონსტურქციებს. თუკი თქვენი იმიჯი ვერ აიტანს ლითონის ბრეკეტებს, შეგიძლიათ აირჩიოთ ფაიფურის გამჭირვალე ან ლინგვალური ბრეკეტები, რომლებიც მაგრდება ენის მხრიდან და მოსაუბრისათვის სრულიად შეუმჩნეველია.

კბილების რესტავრაცია ხდება ფაიფურის ნაწილაკების შემცველი სპეციალური სხივგამყარებადი კომპოზიტით. თანამედროვე მასალების გამოყენებით შესაძლოა ნებისმიერი კბილის ფორმისა და ფერის აღდგენა. გამოცდილი სტომატოლოგი შეძლებს მაქსიმალურად ზუსტად შეარჩიოს თქვენი კბილების ფერი. აღდგენილი კბილის გარჩევა ბუნებრივისგან თითქმის შეუძლებელია. რესტავრაციის შემდეგ აღდგენილი კბილები ფუნქციონირებენ ისევე, როგორც ჯანმრთელები.

დაზიანებული და ნაკლული კბილების დასაფარად აგამოიყენება ხიდები, იმპლანტები. გვირგვინები ფიქსირდება სპეციალური ადგეზიური მასალებით, ხოლო პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს პირის ღრუში უცხო სხეულის არსებობას.